2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 25 Mar 2026, 10:51

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სწავლას ერთდროულად დაასრულებენ, რაც უმაღლეს განათლებაში მსურველთა რაოდენობას ერთდროულად გაზრდის. ცვლილებები შეეხება მაგისტრატურის საფეხურსაც. როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაკალავრო პროგრამების დიდი ნაწილი უკვე გადავიდა 3-წლიან მოდელზე, რის შედეგადაც 2027-2028 სასწავლო წელს ბაკალავრიატს ერთდროულად […] The post 2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება appeared first on ODISHINEWS.

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სწავლას ერთდროულად დაასრულებენ, რაც უმაღლეს განათლებაში მსურველთა რაოდენობას ერთდროულად გაზრდის.

ცვლილებები შეეხება მაგისტრატურის საფეხურსაც. როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაკალავრო პროგრამების დიდი ნაწილი უკვე გადავიდა 3-წლიან მოდელზე, რის შედეგადაც 2027-2028 სასწავლო წელს ბაკალავრიატს ერთდროულად დაასრულებს როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა. შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა სამაგისტრო პროგრამებზეც.

„2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება,“ — აცხადებენ განათლების სამინისტროში.

რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების სტრუქტურაც. საშუალო საფეხური განისაზღვრება X-XI კლასებით, ხოლო მე-12 კლასი არჩევით საფეხურად ჩამოყალიბდება.

The post 2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური