ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს — Cnoba
ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სპარსეთის ყურის რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების სრულად დახურვაა. ამის შესახებ The Wall Street Journal ლ-ი წერს, წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, თეირანი ასევე მოითხოვს: ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნას; ირანზე განხორციელებული შეტევებისთვის კომპენსაციის გადახდას; გარანტიებს, რომ კონფლიქტი აღარ განახლდება; ისრაელის მიერ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებზე შეტევების შეწყვეტას; ირანის მოთხოვნები მოიცავს რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებასაც. კერძოდ, თეირანი ცდილობს გააძლიეროს კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეზე და, ზოგიერთი ინფორმაციით, განიხილავს მის გავლით გემების გადაადგილებაზე დამატებითი კონტროლის დაწესებას. The post ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.