WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 25 Mar 2026, 09:04

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სპარსეთის ყურის რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების სრულად დახურვაა. ამის შესახებ The Wall Street Journal ლ-ი წერს, წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, თეირანი ასევე მოითხოვს: ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნას; ირანზე განხორციელებული შეტევებისთვის კომპენსაციის გადახდას; გარანტიებს, რომ კონფლიქტი აღარ განახლდება; ისრაელის მიერ ირანთან […] The post WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს appeared first on ODISHINEWS.

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სპარსეთის ყურის რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების სრულად დახურვაა. ამის შესახებ The Wall Street Journal ლ-ი წერს, წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, თეირანი ასევე მოითხოვს: ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნას; ირანზე განხორციელებული შეტევებისთვის კომპენსაციის გადახდას; გარანტიებს, რომ კონფლიქტი აღარ განახლდება; ისრაელის მიერ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებზე შეტევების შეწყვეტას;

ირანის მოთხოვნები მოიცავს რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებასაც. კერძოდ, თეირანი ცდილობს გააძლიეროს კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეზე და, ზოგიერთი ინფორმაციით, განიხილავს მის გავლით გემების გადაადგილებაზე დამატებითი კონტროლის დაწესებას.

The post WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური