სააგენტო "პარალელი"
“პროპაგანდაზე ასე სამარცხვინოდ დამოკიდებული ხელისუფლება სხვა არ გვყოლია” – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და მგლოვიარე თბილისელებს შორის ერთგვარი ბალანსს ადგენს და მძიმე შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ:
“ესე იგი, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში ყველაფერი ხომ მიისაკუთრა და ახლა ცდილობენ პატრიარქის გარდაცვალებით დამწუხრებული ასიათასობით ადმიანიც მიისაკუთრონ და ყველა საკუთარ მომხრედ გაასაღონ, თან არ ჩერდებიან.
არადა, მათივე ცესკოს დათვლილი შედეგებით, თბილისში ოპოზიციის მომხრე მეტი ცხოვრობს, ვიდრე მოწინააღმდეგე. თუ გგონიათ, რომ იქ თბილისელები არ მისულან და მარტო რეგიონებდან ჩამოსული ხალხი იყო?
პროპაგანდაზე ასე სამარცხვინოდ დამოკიდებული ხელისუფლება სხვა არ გვყოლია“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
“პროპაგანდაზე ასე სამარცხვინოდ დამოკიდებული ხელისუფლება სხვა არ გვყოლია” – მერაბ მეტრეველი
პარალელი