Euronews-მა გამოაქვეყნა HR კომპანია Moorepay-ს კვლევა, რომელიც ეხება იმას, არის თუ არა სახელმწიფო პენსია საკმარისი ცხოვრების ხარჯების დასაფარად ევროპის ქვეყნებში.
კვლევიდან ირკვევა, რომ ევროპის 39 ქვეყნიდან 20-ში პენსია ვერ ფარავს აუცილებელ ხარჯებს, საქართველო კი ამ სიის ბოლოშია – საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ევროპულ ქვეყნებს შორის – აქ პენსია აუცილებელი მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს მოიცავს.
როგორც ცნობილია, კვლევაში არ არის გათვალისწინებული ბინის ქირა, ის ეხება კვებას, ტრანსპორტს, კომუნალურ გადასახადებს და ყოველდღიურ საჭიროებებს.
ინფორმაციისთვის, მონაცემები ასახავს ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯებსა და ერთ პენსიას 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის. Moorepay-მ შეაგროვა მონაცემები საშუალო პენსიების შესახებ, ხოლო ცხოვრების ხარჯების შესახებ ინფორმაცია Numbeo-ს ეყრდნობა და წარმოადგენს ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს.
Moorepay-ის კვლევის თანახმად, საუკეთესო მდგომარეობა ლუქსემბურგშია, სადაც ყოველთვიური პენსია დაახლოებით 2300 ევროა, რაც აუცილებელ საცხოვრებელ ხარჯებს 225%-ით აღემატება.
სიაში მოცემულია, თუ რამდენი პროცენტით აღემატება პენსია მინიმალურ ხარჯებს:
ლუქსემბურგი – 225%
იტალია – 210%
ფინეთი – 208%
ესპანეთი – 199%
დანია – 189%
ისლანდია – 179%
ნორვეგია – 178%
გერმანია – 176%
ბელგია – 170%
ავსტრია – 165%
საფრანგეთი – 160%
ნიდერლანდები – 159%
შვედეთი – 158%
შვეიცარია – 131%
ირლანდია – 126%
დიდი ბრიტანეთი (UK) – 120%
პოლონეთი – 112%
ჩეხეთი – 108%
საბერძნეთი – 103%
მძიმე მდგომარეობა აღმოსვლეთ ევროპაშია – მკაფიოა განსხვავება ჩრდილოეთ-დასავლეთ ევროპასთან.
ამ ქვეყნებში პენსია მინიმალური ხარჯებს ფარავს მხოლოდ ნაწილობრივ, შემდეგი პროცენტულობით:
სლოვენია – 95%
სლოვაკეთი – 94%
ესტონეთი – 91%
პორტუგალია – 90%
მონტენეგრო – 89%
ლიეტუვა – 85%
ხორვატია – 82%
უნგრეთი – 81%
ბულგარეთი – 78%
რუმინეთი – 73%
სერბეთი – 68%
ლატვია – 65%
თურქეთი – 64%
ჩრდილოეთ მაკედონია – 61%
კვიპროსი – 58%
ბოსნია და ჰერცეგოვინა – 53%
მოლდოვა – 42%
უკრაინა – 29%
ალბანეთი – 29%
საქართველო – 22%
The post Euronews: საქართველოში პენსია აუცილებელი მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს appeared first on გურია ნიუსი.