კვლევა: საქართველოში პენსია საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს — Cnoba
Euronews HR კომპანია Moorepay-ის კვლევას აქვეყნებს, რომელიც ეხება იმას, საკმარისია თუ არა სახელმწიფო პენსიები ცხოვრების ხარჯების დასაფარად ევროპის ქვეყნებში. კვლევის მიხედვით, 39 ევროპული ქვეყნიდან 20-ში სახელმწიფო პენსიები არ არის საკმარისი ცხოვრების ხარჯების დასაფარად – მათ შორის, ბოლო ადგილზე არის საქართველო, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. კერძოდ, კვლევის თანახმად – საქართველოში სახელმწიფო პენსია ერთი ადამიანისთვის საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 39 ქვეყანაში (EU-ის წევრები, კანდიდატი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო) პენსიების წილი ცხოვრების ხარჯებთან მიმართებით მერყეობს 22%-დან (საქართველო) – 225%-მდე (ლუქსემბურგი). კვლევაში არ არის გათვალისწინებული ბინის ქირა, ის ეხება კვებას,… The post კვლევა: საქართველოში პენსია საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.