ბოლნისში 26 მარტს ჯანმრთელობის სკრინინგის აქცია ჩატარდება — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 24 Mar 2026, 11:07

26 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარედ (გიორგი სააკაძის ქუჩა N1), დაავადებებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება. ხელმისაწვდომი გამოკვლევები: მკერდის კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის. მომსახურება მოიცავს: მამოლოგის მიერ მკერდის ფიზიკალურ გასინჯვას; მამოგრაფიულ გამოკვლევას სტანდარტულ (პირდაპირ და...

26 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარედ (გიორგი სააკაძის ქუჩა N1), დაავადებებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.

ხელმისაწვდომი გამოკვლევები:

მკერდის კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის.

მომსახურება მოიცავს:

მამოლოგის მიერ მკერდის ფიზიკალურ გასინჯვას;

მამოგრაფიულ გამოკვლევას სტანდარტულ (პირდაპირ და ირიბ) პროექციაში;

შედეგების გადამოწმებას 2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;

პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, მკერდის ულტრაბგერით გამოკვლევას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის.

დამატებითი უფასო სერვისები:

სკრინინგის დღეს, პარალელურ რეჟიმში, ასევე შესაძლებელი იქნება შემდეგი ინფექციების შემოწმება:

HBV (B ჰეპატიტი);

HCV (C ჰეპატიტი);

HIV (აივ ინფექცია/შიდსი).


რელევანტური