ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება — Cnoba

MegaTV სიახლე 19 Mar 2026, 08:04

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უქმეებზე 21 მარტს – თბილისში (შაბათის მარში), ხოლო 22 მარტს – ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ […]

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალების გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უქმეებზე 21 მარტს – თბილისში (შაბათის მარში), ხოლო 22 მარტს – ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება,” – წერია განცხადებაში. 


რელევანტური