ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ ქალაქ ბოლნისში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 24 Mar 2026, 09:12

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. 2025 წელს დიმა ლაზარეიშვილის, თამარ მეფის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა. მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ობიექტებზე დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2026 წელს გაგრძელდება. ამ ეტაპზე უკვე ჩატარდა ინვენტარიზაცია, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, ხოლო...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

2025 წელს დიმა ლაზარეიშვილის, თამარ მეფის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა. მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ობიექტებზე დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2026 წელს გაგრძელდება.

ამ ეტაპზე უკვე ჩატარდა ინვენტარიზაცია, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, ხოლო პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, ჯამური ღირებულება 1 355 683 ლარს შეადგენს.


რელევანტური