ბოლნისის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღესასწაული პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიულოცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლ ქალბატონებს, კომუნალური მეურნეობის სამსახურის მეეზოვეებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს. მათ სიმბოლურად ყვავილები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ქალბატონებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და კეთილდღეობა უსურვა. მერიის წარმომადგენლებმა 8 მარტი ასევე მიულოცეს სათნოების სახლის ბენეფიციარებსა და პერსონალს.