რუსეთმა პოლტავას და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა – არის მსხვერპლი — Cnoba

Alia სიახლე 24 Mar 2026, 07:46

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა — რამდენიმე რეგიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ხანძრები და არის მსხვერპლი. პოლტავას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი დიაკივნიჩის განცხადებით, პოლტავას თემში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასტუმრო. თავდაპირველი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მასშტაბური იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეს […] The post რუსეთმა პოლტავას და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა – არის მსხვერპლი appeared first on .

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა — რამდენიმე რეგიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ხანძრები და არის მსხვერპლი.

პოლტავას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი დიაკივნიჩის განცხადებით, პოლტავას თემში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასტუმრო. თავდაპირველი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

მასშტაბური იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეს მიმართულებითაც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, დაზიანებულია ექვსი მრავალბინიანი და ორი კერძო სახლი, ასევე მაღაზია, არასაცხოვრებელი შენობები და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

ბოლო მონაცემებით, ზაპოროჟიეში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

The post რუსეთმა პოლტავას და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა – არის მსხვერპლი appeared first on .


რელევანტური