საწვავი ისევ ძვირდება — Cnoba

MegaTV სიახლე 23 Mar 2026, 14:38

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე 113 დოლარი ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი კი 100.6 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები გაურკვეველი დროით შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის […]

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე 113 დოლარი ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი კი 100.6 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები გაურკვეველი დროით შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.

საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია მყისიერად აისახა საქართველოს ბაზარზეც. მაგალითად, ბოლო 10 დღეში ბრენდულ ბენზინგასამართებზე საწვავის ფასმა ლიტრზე 7-დან 32 თეთრამდე მოიმატა.

10 დღეში ერთი ლიტრი საწვავი 7-32 თეთრით გაძვირდა

 

 

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი”გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 13 მარტის მონაცემებთან)

Gulf

  • G-Force სუპერი – 3.73 ლარი (3.63 ლარი);
  • G-Force პრემიუმი – 3.33 ლარი ( 3.23 ლარი იყო):
  • G-Force ევრო რეგულარი – 3.19 ლარი (3.09 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 3.17 ლარი (3.07 ლარი იყო);
  • G-Force ევრო დიზელი – 3.57 (3.45 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 3.47 ლარი ( 3.35 ლარი იყო).

Wissol

  • ეკო სუპერი – 3.76 ლარი ( 3.69 ლარი იყო);
  • ეკო პრემიუმი – 3.36 ლარი (3.27 ლარი იყო);
  • ეკო დიზელი – 3.68 ლარი (3.41 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 3.63 ლარი (3.36 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 3.19 ლარი ( 3.12 ლარი იყო)

Socar

  • ნანო სუპერი – 3.67 ლარი (3.59 ლარი იყო);
  • ნანო პრემიუმი – 3.30 ლარი ( 3.15 ლარი იყო);
  • ნანო ევრო რეგულარი – 3.14 ლარი (2.99 ლარი იყო);
  • ევრო 5 დიზელი – 3.40 ლარი (3.09 ლარი იყო);
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 3.50 ( 3.18 ლარი იყო).

Rompetrol

  • Efix სუპერი – 3.68 ლარი (3.65 ლარი იყო);
  • Efix ევრო პრემიუმი – 3.33 ლარი (3.25 ლარი იყო);
  • ევრო რეგულარი – 3.17 ლარი (3.12 ლარი იყო);
  • Efix ევრო დიზელი – 3.52 ლარი (3.30 ლარი იყო);
  • ევრო დიზელი – 3.47 (3.25 ლარი იყო).

წყარო: bpn 


რელევანტური