საწვავი ისევ ძვირდება – ბოლო 10 დღეში ერთი ლიტრის ფასი 7-დან 32 თეთრამდე გაიზარდა — Cnoba

Knews სიახლე 23 Mar 2026, 11:55

knews.ge საწვავი ისევ ძვირდება – ბოლო 10 დღეში ერთი ლიტრის ფასი 7-დან 32 თეთრამდე გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე 113 დოლარი ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი The post საწვავი ისევ ძვირდება – ბოლო 10 დღეში ერთი ლიტრის ფასი 7-დან 32 თეთრამდე გაიზარდა appeared first on knews.ge.

knews.ge
საწვავი ისევ ძვირდება – ბოლო 10 დღეში ერთი ლიტრის ფასი 7-დან 32 თეთრამდე გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ იზრდება. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე 113 დოლარი ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი კი 100.6 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები გაურკვეველი დროით შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.

საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია მყისიერად აისახა საქართველოს ბაზარზეც. მაგალითად, ბოლო 10 დღეში ბრენდულ ბენზინგასამართებზე საწვავის ფასმა ლიტრზე 7-დან 32 თეთრამდე მოიმატა.

The post საწვავი ისევ ძვირდება – ბოლო 10 დღეში ერთი ლიტრის ფასი 7-დან 32 თეთრამდე გაიზარდა appeared first on knews.ge.


რელევანტური