“კობახიძემ შეიძლება მიგვანიშნა კიდეც, რომ იქ არავინ იყო პატრიარქის გულშემატკივარი” – დოროთე ყურაშვილი — Cnoba

Alia სიახლე 23 Mar 2026, 12:01

მამა დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ ილია II-ის დაკრძალვა შეიძლებოდა ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო გამხდარიყო, თუმცა, პროცესი პოლიტიკურ ფორმატში მოექცა. გალაქტიონის ლექსი, რომელიც კომუნისტებსაც კი არ დაუჭრიათ, დაჭრა პრემიერმა და თქვა, რომ “წინაპართაგან წავიდა ყველაო” და გამოტოვა ის ფრაზა: “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული”. და ზუსტად იყო ეს ნათქვამი, შეიძლება მიგვანიშნა კიდეც, რომ იქ არ იყო არავინ, […] The post “კობახიძემ შეიძლება მიგვანიშნა კიდეც, რომ იქ არავინ იყო პატრიარქის გულშემატკივარი” – დოროთე ყურაშვილი appeared first on .

მამა დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ ილია II-ის დაკრძალვა შეიძლებოდა ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო გამხდარიყო, თუმცა, პროცესი პოლიტიკურ ფორმატში მოექცა.

გალაქტიონის ლექსი, რომელიც კომუნისტებსაც კი არ დაუჭრიათ, დაჭრა პრემიერმა და თქვა, რომ “წინაპართაგან წავიდა ყველაო” და გამოტოვა ის ფრაზა: “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული”. და ზუსტად იყო ეს ნათქვამი, შეიძლება მიგვანიშნა კიდეც, რომ იქ არ იყო არავინ, ვინც პატრიარქის გულშემატკივარი იყო. პატრიარქის გასვენების ასეთი მისაკუთრება, გვეუბნება იმას, რომ არ უნდა მთავრობას ერის გაერთიანება. ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, რომ ახლა, რაღაცნაირად, მამის ირგვლივ გაერთიანებულიყო ქვეყანა, გაერთიანებულიყო პარტიებიც კი, რაღაცნაირად ერთმანეთს შეხვედროდნენ მამის დასაფლავებაზე, მაგრამ ეს არ გააკეთეს და არ არის კარგი, არაფერ კარგს არ გვიქადდის სამომავლოდ ეს მოვლენა. სალომე ზურაბიშვილი როგორ არ უნდა ყოფილიყო ან მარგველაშვილი როგორ არ უნდა ყოფილიყო ან იმ გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთ-ერთს როგორ არ უნდა ეთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა, ის ხომ საქართველოს პატრიარქი იყო, ის ხომ არ იყო ერთი “ოცნების” პატრიარქი?, – ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი. 

სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ. ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.

The post “კობახიძემ შეიძლება მიგვანიშნა კიდეც, რომ იქ არავინ იყო პატრიარქის გულშემატკივარი” – დოროთე ყურაშვილი appeared first on .


რელევანტური