სიახლე

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

Alia

22 თებერვლის ღამესა და დილას რუსეთის მიერ კიევის ოლქზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 1 დაღუპულისა და 2 დაშავებულის შესახებ. კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასტივის რაიონში მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ადამიანი ამოიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან სამის […] The post კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა appeared first on .

პირველწყარო →

22 თებერვლის ღამესა და დილას რუსეთის მიერ კიევის ოლქზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 1 დაღუპულისა და 2 დაშავებულის შესახებ.

კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასტივის რაიონში მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ადამიანი ამოიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები ასევე დაფიქსირდნენ ბორისპილის, ვიშგოროდის, ობუხოვისა და ბუჩას რაიონებში. მოსახლეობამ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები, მოტეხილობები და მწვავე სტრესული რეაქციები.

The post კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა appeared first on .


მსგავსი