,, პატრიარქმა ნიშანი მისცა დაცვის თანამშრომელს. რომ მიუახლოვდა – ყურში ჩურჩულით უთხრა” – რას იხსენებს დავით ქართველიშვილი? — Cnoba

Alia სიახლე 22 Mar 2026, 17:15

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი პატრიარქზე იხსენებს: ,,ჩემი სულიერი ძმის მოყოლილი ისტორიაა, როგორ არ მოგიყვეთ – წლევანდელ საშობაო მარხვის პერიოდს ეხება. მოგეხსენებათ, როგორი მოუძლურებულია უკვე უწმინდესი. პატარა საქმიანი ვიზიტია მასთან, ეს ჩემი ძმაკაცი და ერთი მღვდელმთავარი. პური ვჭამოთო – უთხრა დედებს და მოკრძალებული სამარხვო ტრაპეზი დაიწყო. უცებ პატრიარქმა ნიშანი მისცა დაცვის თანამშრომელს. რომ მიუახლოვდა – […] The post ,, პატრიარქმა ნიშანი მისცა დაცვის თანამშრომელს. რომ მიუახლოვდა – ყურში ჩურჩულით უთხრა” – რას იხსენებს დავით ქართველიშვილი? appeared first on .

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი პატრიარქზე იხსენებს:

,,ჩემი სულიერი ძმის მოყოლილი ისტორიაა, როგორ არ მოგიყვეთ – წლევანდელ საშობაო მარხვის პერიოდს ეხება. მოგეხსენებათ, როგორი მოუძლურებულია უკვე უწმინდესი. პატარა საქმიანი ვიზიტია მასთან, ეს ჩემი ძმაკაცი და ერთი მღვდელმთავარი. პური ვჭამოთო – უთხრა დედებს და მოკრძალებული სამარხვო ტრაპეზი დაიწყო. უცებ პატრიარქმა ნიშანი მისცა დაცვის თანამშრომელს. რომ მიუახლოვდა – ყურში ჩურჩულით უთხრა: “ჩადი ქვემოთ, იქ კაცია მშიერი და ამოიყვანე”. ჩავიდა პირველ სართულზე დაცვა – არავინ არის. ერთადერთი – მღვდელმთავრის მძღოლი ზის დივანზე. დაუბრუნდა დაცვა და არავინ არისო, უწმინდესო. კვლავ ჩურჩულით გაუმეორა – წადი, ამოიყვანე, კაცია მშიერი. შეწუხებული, კვლავ ჩავიდა – არავინაა. ეკითხება იმ მძღოლს – მშიერი ხომ არა ხარო. შეწუხდა კაცი – სიმართლე რომ გითხრა, დილიდან ლუკმა არ ჩამიდიაო პირში. ამოუყვანა უწმინდესთან ის ადამიანი – აკი არ არისო, დასვით, აჭამეთ, შია…“

The post ,, პატრიარქმა ნიშანი მისცა დაცვის თანამშრომელს. რომ მიუახლოვდა – ყურში ჩურჩულით უთხრა” – რას იხსენებს დავით ქართველიშვილი? appeared first on .


რელევანტური