შვედეთში რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 26 Feb 2026, 16:31

შვედეთში რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა, მის წინააღმდეგ “საპასუხო ზომები” იქნა მიღებული. ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (SVT) შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღინიშნება, რომ ფრანგული ავიამზიდი “შარლ დე გოლი” შვედეთის ქალაქ მალმოს პორტში იმყოფება, სადაც სტრატეგიულ წვრთნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. “შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა საეჭვო დრონი შეამჩნია ორებროში საზღვაო პატრულირების დროს. ამასთან დაკავშირებით, შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს შემჩნეული დრონის წინააღმდეგ. შემდგომში დრონთან კონტაქტი დაიკარგა,” – ნათქვამია შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესრელიზში. The post შვედეთში რუსული დრონი ფრანგულ ავიამზიდს მიუახლოვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური