გურჯაანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალს სისტემატურად ავიწროებდა და უკანონოდ უთვალთვალებდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
„სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
The post გურჯაანში დააკავეს კაცი, რომელიც ქალს სისტემატურად ავიწროებდა და უკანონოდ უთვალთვალებდა appeared first on .