ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეშსოუ კაკალია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 21 თებერვალს სოხუმში, რკინიგზის სადგურთან მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაკალიას თავდამსხმელები თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცეცლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს მუხლსა და ბარძაყს შორის მიყენებული ჭრილობებით. ექიმების ინფორმაციით, მას ასევე აღენიშნება თავის დახურული ტრავმა.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს კაკალიას პოლიტიკურ საქმიანობასთან. იგი აფხაზეთის ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე და ოპოზიციური ორგანიზაცია „აიდგილარას“ ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო პერიოდში კაკალია აქტიურად აკრიტიკებდა ე.წ. ხელისუფლებას.
The post ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაჭრეს appeared first on .