მსოფლიო პატრიარქი სამების ტაძარში მივიდა (ვიდეო) — Cnoba

News.ge ვიდეო 22 Mar 2026, 08:14

კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდა. მსოფლიო პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს. […]

კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და , ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდა.

მსოფლიო პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ -ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

ბართლომეოს I საქართველოში თბილისის დროით 11:00 საათზე ჩამოფრინდა.

სამების საკათედრო ტაძარში, წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო და მას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.


რელევანტური