საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს და კათოლიკური ეკლესიის სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადეს. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; ასევე, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
“31 წელია საქართველოში ვარ და ბევრჯერ მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვგრძნოდი, რომ ის იყო კარგი მწყემსი”, – განაცხადა განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
The post საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა appeared first on გურია ნიუსი.