უკრაინის დელეგაცია სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შესახვედრად აშშ-ში ჩავიდა — Cnoba
უკრაინის დელეგაცია სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შესახვედრად აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინის დელეგაციის შეხვედრა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან დღეს, 21 მარტს მაიამიში გაიმართება. მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციაში შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. იქამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა. The post უკრაინის დელეგაცია სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შესახვედრად აშშ-ში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.