სააგენტო "პარალელი"
“ყველა ის ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის, ერთმანეთის სიყვარულისკენ” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გლოვის დღეებში, სოციალური ქსელის მეშვეობის საზოგადოებას მიმართა და გამოთქვა მოსაზრება, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას საქართველოს ყველა პრეზიდენტი დასწრებოდა:
“პირველ რიგში, ვიზიარებ სრულიად საქართველოს მწუხარებას იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ყველასი საერთო მწუხარება.
ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ კვირას ვიყოთ ერთად, ალბათ თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ [დაკრძალვაზე], რადგან სწორედ ესეც იქნებოდა მის ირგვლივ ერთობის ნიშანი, ამ ყველა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა, ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც მე მგონი უნდა გავუწიოთ ანგარიში.
მაგრამ, სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, კვირას ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთნი იმიტომ, რომ ეს იქნება ომის ყველაზე დიდი ნიშანი, რომ მას პატივს ვცემდით და გავიგეთ, რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი.
ასევე, ყველა ის ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის, ერთმანეთის სიყვარულისკენ. ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ [არიან ციხეში], ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა… შეიძლება ვეღარ ამბობდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა… და ეს იქნებოდა, მისი სურვილი თუ რამეს ნიშნავს, და ასეთი ექნებოდა კიდევაც, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მოსულიყო სამების ტაძარში და მისთვის პატივი მიეგო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
“ყველა ის ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის, ერთმანეთის სიყვარულისკენ” – სალომე ზურაბიშვილი
პარალელი