სააგენტო "პარალელი"
“მოვუწოდებდი, რომ ხელისუფლებას და ეკლესიას ერთად გაგვეკეთებინა და გადაგვედგა ის ნაბიჯი, ერი გაერთიანებულიყო” – მეუფე იაკობი
“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს… უფალი უყურებს და შესაბამისად მიაგებს ყველას…“, – განაცხადა ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაში და ერის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
“ხშირად და ამასწინათაც მოვუწოდებდი, რომ ხელისუფლებას და ეკლესიას ერთად გაგვეკეთებინა და გადაგვედგა ის ნაბიჯი, ერი გაერთიანებულიყო. თითოეული ჩვენთაგანისთვის აუცილებელია, რომ ერი აღარ იყოს ასე დაყოფილი.
ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ერთად ვიყოთ, ერთობა გვქონდეს.
დღევანდელ ცხოვრებაში აუცილებელია, რომ ადამიანმა, თავის თავში, პატარა კაცობიდან ღვთისშვილობამდე, ღვთის მეგობრობამდე მიაღწიოს და მიტევება შევძლოთ.
შევეცადოთ და ქართველებმა ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ…
ამდენი წელია საბჭოთა კავშირიდან ვითომ გამოვედით, გონებით კი რუსებად დარჩნენ, გონებით მონღოლებად დარჩნენ იმიტომ, რომ მოქმედი წინას ებრძვის, მმართველობის ფორმაზე ვამბობ, ერს არ ვეხები. მოქმედ ხელისუფლებას უნდა წინა ხელისუფლების მოსპობა, მერე შემდეგს წინას და ა.შ.
მე ყველას მოვუწოდებ, ეკლესიასაც და მთავრობასაც: ვფიქრობთ იმაზე, არ გვქონდეს დაძაბულობა თუ იმას ვფიქრობთ, რომ ისეთი კანონები მივიღოთ, ვიღაცეები რაღაც მოიმენტში გავაჩეროთ, ხოლმე?
როცა ეკლესიაში, როცა ხელისუფლებაში ვართ, როცა მმართველობაში ვართ, მეტი მოგვეთხოვება.
ღმერთმა გააძლიეროს რწმენაში ჩვენი საქართველო, ურთიერთსიყვარული გვქონოდეს. არ შეიძლება ასე დაყოფილი საზოგადოება…“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
“მოვუწოდებდი, რომ ხელისუფლებას და ეკლესიას ერთად გაგვეკეთებინა და გადაგვედგა ის ნაბიჯი, ერი გაერთიანებულიყო” – მეუფე იაკობი
პარალელი