ესპანეთმა ერაყში განლაგებული 200 ჯარისკაცი თურქეთსა და სხვა ქვეყნებში გადაიყვანა — Cnoba
ესპანეთმა ერაყში განლაგებული 200 ჯარისკაცი უსაფრთხოების მიზნით თურქეთსა და სხვა ქვეყნებში გადაიყვანა. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 100 ესპანელი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე უკვე გადაიყვანეს თურქეთის უსაფრთხო ზონაში. შემდეგ ჯარისკაცები თურქეთში, აშშ-ის საჰაერო ბაზიდან ესპანეთში გაემგზავრებიან. ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებთან კოორდინაციით იქნა მიღებული. ერაყში განლაგებული ჯარისკაცები საერთაშორისო ოპერაციისა და ნატო-ს ერაყის მისიის ნაწილი იყვნენ, რომლის მიზანი ერაყის უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაა. The post ესპანეთმა ერაყში განლაგებული 200 ჯარისკაცი თურქეთსა და სხვა ქვეყნებში გადაიყვანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.