რა ვიცით პატრიარქის ანდერძის შესახებ — Cnoba

MegaTV სიახლე 20 Mar 2026, 13:45

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, როდესაც სასულიერო პირები ამბობენ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანდერძის მიხედვით იკრძალება სიონის საპატრიარქო ტაძარში, გულისხმობენ მის სიტყვიერ დანაბარებს. “მან მიმითითა ადგილი, მაჩვენა რომ აქ უნდა იყოს ჩემი საფლავი(ო). ანდერძმა, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით ქაღალდმა კი არა, მისმა დაბარებულმა ანდერძმა” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი. სასულიერო პირი ირწმუნება, რომ მას პირადად პატრიარქის ანდერძი არ […]

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, როდესაც სასულიერო პირები ამბობენ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანდერძის მიხედვით იკრძალება სიონის საპატრიარქო ტაძარში, გულისხმობენ მის სიტყვიერ დანაბარებს.

“მან მიმითითა ადგილი, მაჩვენა რომ აქ უნდა იყოს ჩემი საფლავი(ო). ანდერძმა, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით ქაღალდმა კი არა, მისმა დაბარებულმა ანდერძმა” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

სასულიერო პირი ირწმუნება, რომ მას პირადად პატრიარქის ანდერძი არ უნახავას და არც ის იცის, გაიხსნა თუ არა.

“ანდერძი მე არ მინახავს თვითონ, ვერ გეტყვით გაიხსნა თუ არა. მეც ვიყავი [სინოდის სხდომაზე], ოღონდ მაშინ არ იყო გახსნილი [ანდერძი]. დრო უნდა, ანდერძის მონახვას უნდა დრო და ყველა სეიფი უნდა გაიხსნას იმიტომ, რომ თუ უცბად გამოჩნდა ეს ანდერძი ხო გამოჩნდა და თუ არა და უნდა მოიძებნოს კარგად სად არის, ფიზიკურად სად ინახებოდა არავინ არ იცის.

ანდერძში კი არ ეწერა, ბევრ ადამიანთან აქვს ნათქვამი და მათ შორის ჩემთანაც, პირადად ჩემთან, მან მიმითითა ადგილი, მაჩვენა რომ აქ უნდა იყოს ჩემი საფლავი. ანდერძმა, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით ქაღალდმა კი არა, მისმა დაბარებულმა ანდერძმა. ესე ითქვა, რომ რადგან პატრიარქმა ანდერძად დაგვიბარა, ამას მნიშვნელობა აქვს, ამ სიტყვებს, რადგან დაგვიბარა ანდერძად, მეც მითხრა, ესეც დაბარებული ანდერძია.

არ ვიცით, არავინ არ ვიცით არსებობს თუ არა [ანდერძი]. ყველგან უნდა მოიძებნოს და თუ არ აღმოჩნდება, მერე ვიტყვით, რომ არ ყოფილა, ესე ხდება, ეს ახალი ამბავი არ არის,” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 


რელევანტური