,, მიხარია, რომ სიონში იქნება მისი საფლავი” – ელენე ხოშტარიას წერილი — Cnoba

Alia სიახლე 20 Mar 2026, 13:48

ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან სამძიმრის წერილს აქვეყნებს: ,,ვუსამძიმრებ ყველას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას. ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა. რუსეთის უსასტიკეს კამპანიას – გაენადგურებინა ეკლესიები შინაარსობრივად და ფიზიკურად, ქართულმა ეკლესიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პატრიარქმა ილია მეორემ ავტოკეფალიის აღიარების […] The post ,, მიხარია, რომ სიონში იქნება მისი საფლავი” – ელენე ხოშტარიას წერილი appeared first on .

ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

,,ვუსამძიმრებ ყველას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას.

ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა.

რუსეთის უსასტიკეს კამპანიას – გაენადგურებინა ეკლესიები შინაარსობრივად და ფიზიკურად, ქართულმა ეკლესიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პატრიარქმა ილია მეორემ ავტოკეფალიის აღიარების განმტკიცებით, ეს ისტორიული ხაზი დააგვირგვინა.

XXI საუკუნეში ეკლესიას თანამედროვე, თავისუფალ საზოგადოებაში ადგილი მოსაპოვებელი აქვს და ისტორიული ტრადიცია – გასახსენებელი და გასაგრძელებელი.

გულწრფელად ვისურვებდი, ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფმა ეკლესიამ, ამ ისტორულ გზაგასაყარზე ეს მოახერხოს. ეს იქნება პატრიარქის ღვაწლის დაფასებაც და, რაც მთავარია, ეროვნული ადგილის დაბრუნებაც.

მიხარია, რომ სიონში იქნება მისი საფლავი.

რუსთავის ქალთა ციხე
20/03/2026“

The post ,, მიხარია, რომ სიონში იქნება მისი საფლავი” – ელენე ხოშტარიას წერილი appeared first on .


რელევანტური