მრევლის უსასრულო რიგი სამების საკათედრო ტაძართან. მორწმუნები მთელი საქართველოდან თბილისში იკრიბებიან. მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც, ხალხი პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მიდის. ასობით მოქალაქეს რიგში ღამის გათენებაც მოუწია.
ქვეყანაში უკვე მესამე დღეა გლოვაა. ამ წუთებშიც სამების საკათედრო ტაძრის ეზო ხალხით არის გადავსებული.
ცოტა ხნის წინ ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს ქართველმა სამხედროებმაც.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
The post მრევლის უსასრულო რიგი სამების ტაძართან appeared first on ODISHINEWS.