“აშშ-ში თავისუფლების ინდექსი დაეცა”- Freedom House — Cnoba
თავისუფლების ინდექსი აშშ-ში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. ამის შესახებ, Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი. აშშ-ში თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით სამი პუნქტით დაეცა და ამჟამად 81 პუნქტს შეადგენს 100-ბალიან სკალაზე, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია 1972 წლიდან მოყოლებული. Freedom House აშშ-ს კვლავაც თავისუფალი სახელმწიფოების კატეგორიას მიაკუთვნებს, მაგრამ 2026 წლის მდგომარეობით ამ ქვეყნის მაჩვენებელი ჩამოუვარდება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისას და სამხრეთ კორეისას და ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაჩვენებელს გაუთანაბრდა. Freedom House-ის განცხადების თანახმად, აშშ-ის მაჩვენებლის კლება დაკავშირებული არის საკანონმდებლო ხელისუფლების „დისფუნქციურობასთან“აღმასრულებელი ხელისუფლების „დომინირების“,… The post “აშშ-ში თავისუფლების ინდექსი დაეცა”- Freedom House appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.