WP: რუბიოს და ჰეგსეთის საცხოვრებელი ბაზის თავზე დრონები შეინიშნა — Cnoba

News.ge სიახლე 19 Mar 2026, 14:30

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი Win McNamee/Getty Images/AFP) The Washington Post საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონის ფორტ ლესლი ჯეი მაკნეირის ტერიტორიის თავზე, სადაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ცხოვრობენ, ამოუცნობი დრონები შეინიშნა. გამოცემის წყაროების თანახმად, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და აშშ-ს სამხედროები ახლოდან აკვირდებიან შესაძლო საფრთხეებს. […]

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
Win McNamee/Getty Images/AFP)
The Washington Post საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონის ფორტ ლესლი ჯეი მაკნეირის ტერიტორიის თავზე, სადაც -ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ცხოვრობენ, ამოუცნობი დრონები შეინიშნა.
გამოცემის წყაროების თანახმად, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და აშშ-ს სამხედროები ახლოდან აკვირდებიან შესაძლო საფრთხეებს.
WP-ს ინფორმაციით, ამ კვირაში ნიუ-ჯერსიში მდებარე მაკგუაირ-დიქს-ლეიკჰერსტის ერთობლივ ბაზასა და ფლორიდაში მაკდილლის საჰაერო ძალების ბაზაზე უსაფრთხოების დონე “ჩარლიმდე” აიწია – ეს ნიშნავს, რომ მეთაურს აქვს დაზვერვითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეტევა ან საფრთხე შესაძლებელია. უფრო მაღალი დონე მხოლოდ “დელტაა,” რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც შეტევა უკვე მოხდა ან მოსალოდნელია.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის გამო, აშშ-ს მაღალჩინოსნები განიხილავენ რუბიოს და ჰეგსეთის სხვა ბაზაზე გადაყვანას.
ფორტ მაკნეირში განთავსებულია ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და პენტაგონის უმაღლესი რანგის სამხედრო ხელმძღვანელობის ნაწილი. ტრადიციულად ბაზაზე პოლიტიკოსები არ ცხოვრობდნენ, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი, მათ შორის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი, უსაფრთხოების მიზეზებით სამხედრო ბაზებზე გადადიან.
მსგავსი საფრთხეები ბოლო წლებში დაფიქსირდა დონალდ ტრამპისა და სხვა მაღალჩინოსნების გარშემოც, მას შემდეგ რაც ირანის ლიდერები შურისძიებას ცდილობდნენ 2020 წელს ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო.


რელევანტური