“უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას” – ირაკლი კობახიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 18 Mar 2026, 12:29

სააგენტო "პარალელი" “უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას” – ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ემოციური შეფასებებით ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გარდაცვალების ფაქტს: “სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას. მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად […] “უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას” – ირაკლი კობახიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ემოციური შეფასებებით ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გარდაცვალების ფაქტს:

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.

მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

“უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას” – ირაკლი კობახიძე
პარალელი


რელევანტური