საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო “კლოჩე სარე სალეს” საზეიმო ცერემონიას აუქმებს — Cnoba
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ ნათქვამია ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის. მისი მოღვაწეობა ქვეყნის სულიერი აღორძინების, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო იყო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, მრევლსა და სრულიად საქართველოს. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო აუქმებს „კლოჩე სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას“, – ნათქვამია საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებაში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. The post საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო “კლოჩე სარე სალეს” საზეიმო ცერემონიას აუქმებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.