სინოდმა მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა — Cnoba

News.ge სიახლე 18 Mar 2026, 15:10

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მეუფე შიო მუჯირი კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. 18 მარტის სინოდის სხდომა სწორედ მეუფე შიომ გახსნა – განჩინება კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა. “წმინდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საკითხი დააყენა ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ანანია […]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მეუფე კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
18 მარტის სინოდის სხდომა სწორედ მეუფე შიომ გახსნა – განჩინება კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
“წმინდა სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საკითხი დააყენა ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ. წაკითხული იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-4 პარაგრაფი. სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე შიო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა” – წერია სინოდის განჩინებაში.
წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა, რომ -ის დამკრძალავი კომისია შეიქმნას, რომლის შემადგენლობაში შევლენ: მეუფე შიო; საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი; აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე; ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა; ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი; ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი; სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი; წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი და არქიმანდრიტი კირიონი.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
ასევე, განჩინებაში წმინდა სინოდი საზოგადოებასაც მიმართავს:
“საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკური ნიშნისა. ის ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა სრულიად საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსული სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ ის დააკლდა არამარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს.
ღვთის განგებით, ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი, ღვთისგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული თავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდ სიყვარულთან ერთად, კათოლიკოს პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივმინიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით.
49 წლის განმავლობაში მან ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე ატარა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება იმის რწმენა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელს, სადაცა მართალნი განისვენებენ. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად და განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას.
დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტეს მიერ სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. წმინდათანა განუსვენოს უფალმა ახლად შესვენებულსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და და უმკვიდროს მას სასუფეველი ცათა”. – წერია განჩინებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა
როგორ ირჩევენ პატრიარქს?


რელევანტური