სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე დაამტკიცა – განჩინება — Cnoba

Alia სიახლე 18 Mar 2026, 14:03

წმინდა სინოდის განჩინება საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა. განჩინების თანახმად, წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა […] The post სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე დაამტკიცა – განჩინება appeared first on .

წმინდა სინოდის განჩინება საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.

განჩინების თანახმად, წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“.- განაცხადა მეუფე თეოდორემ

წმინდა სინდომა ასევე დაადგინდა შექმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

  • საპატრიარქის მოსაყდრე, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.
  • ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტიტი დანიელი.
  • ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
  • ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე.
  • ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა.
  • ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.
  • გორის და ატენსი მიტროპოლიტი ანდრია.
  • ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე .
  • მარგვეთის და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკი.
  • სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი.
  • წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი
  • საქართველსო ეკლესიის პროტოპრესვიპეტრი გიორგი ზვიადაძე
  • დეკანოიზ მიქაელ ბოტკოველი
  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
  • არქიმანდრიტი კირიონი

პატრიარქის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 22 მარტი, კვირა დღე. დაკრძალვის ადგილად პატრიარქის სურვილამებრ განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის ტაძარი.

სინოდმა შეიმუშავა მიმართვა სრულიად საქართველოსადმი, სადაც ყურადღება გამახვილებულია პატრიარქის შეგონებების აღსრულებაზე. საუბარია მიტევებასა და შერიგებაზე.

ქრისტისმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას – ნათქვამია მიმართვაში.

ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო თანამემამულეებო, გისამძიმრებთ უწმინდესის და უნეტარესის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ განურჩევლოდ აღმსარებლობისა და ეთნიკური ნიშნისა. იგი იყო არის და იქნება ჭეშმარიტად მამა სრულიად საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსულ წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსადა მთელ მსოფლიოს. ღვთის განგებით, ჩვენი პატრიარქი აღესრულა დიდ მარხვაში- ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნეს მისი მოწამეობრივი სიცოცხლის შესახებ.

მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული ტავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდი სიყვარულტან ერთად პატრიარქი გამორიჩეოდა სიმდაბლითა და სიბრძნით. 49 წლის მანძილზე მან ბეწვის ხიდზე ატარა ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში, ჩვენ გვეუფლებარწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარსგდა ღვთის წინაშე. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც გაგვაძიერებს სულიერად და გაგვინათებს გონებას, რათა გავაგრძელოთ გზა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნსი გამთლიანებასა და აღორძინებას.

დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, მიტევებასა და შერიგებაში. ქრისტისმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანება. 

გავაგრძელებთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაში შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის. წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა ახლად შესვენებულსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიასა და დაუმკვიდროს მას სასუფეველი ცათა, ამინ”, – ნათქვამია მიმართვაში.

The post სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე დაამტკიცა – განჩინება appeared first on .


რელევანტური