“წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს” – ანტე იოზიჩი — Cnoba

Alia სიახლე 18 Mar 2026, 14:12

წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, ანტე იოზიჩი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირსა და ქართველ ხალხს. სამძიმრის წერილს კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. “თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, […] The post “წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს” – ანტე იოზიჩი appeared first on .

წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, ანტე იოზიჩი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირსა და ქართველ ხალხს.

სამძიმრის წერილს კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

“თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ,

ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.

პატრიარქმა ილია II-მ, თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.

თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,

“საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში”.

The post “წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს” – ანტე იოზიჩი appeared first on .


რელევანტური