ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
კიდევ ერთხელ დავწერ თუ როგორ მოვხვდი, მიშასთან
იქამდე იყო ბრძოლა…ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილი , როცა თანატოლები თვალწინ ამიჩეხეს ღორებმა, სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სასტიკად მომწამლეს სისხლის მსმელებმა … !
მაშინ, როცა თბილისში ბნელი და უკუნი იდგა , ჩემი ქმარი ნავთისა და ბენზინის ე.წ. “ბიზნესში” იყო და საკამოდ სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებდა. გარდა იმისა, რომ ნავთქურაში ნავთი არ გამომლევია და სტამბულში ნაყიდი სამი ნავთქურა მედგა სახლში , ოთხი სხვადასხვა კაბელი მქონდა შემოყვანილი თავისი “რუბელნიკებით” , აგარაკიც მქონდა, “დვიჟოკიც” , საჭმელ-სასმელი თავზე საყრელი და უამრავ ადამიანს ვაპურებდით, აკუმულატორზე მიერთებული ტელევიზორიც, რომელსაც ეზოში ვდგამდი თუ 7 საათზე სერიალის დროს დენს არ ჩართავდნენ და მთელი უბანი იქ იკრიბებოდა…
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაკლდა , რამდენიმე მანქანა იჯარითაც მქონდა გაქირავებული, რამდენიმე “ბუტკაც” მქონდა პლეხანოვზე , ვარკეთილის მეტროსთან და გაზიანი წყლის- ციხეებთან…
გადავწყვიტე უსამართლობასთან ბრძოლა და თანამოაზრეებთან ერთად გზების გადაკეტვა დავიწყე ელექტროენერგიის მოთხოვნის მიზნით, პირველი საბურავიც, ჩემს ეზოსთან- სამთავრობო ტრასა გადავკეტეთ, იქ დავწვით და ერთი საათით დენიც მივიღეთ)))
მაშინ გავედი ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ , მაშინ ვებრძოდი ედუარდის ცოლის დაქალებს, რომლებიც გამგეობებში სოცგანყოფილებებს კურირებდნენ და უმწეოთათვის გამოყოფილ მიზერულ თანხასაც კი თავად ინაწილებდნენ…. მაშინ გავედი უსამართლობასთან საბრძოლველად , როცა მოქალაქეთა კავშირის ცნობილი სახეები – შევარდნაძის გუნდში ირიცხებოდნენ …
ცოტა ხანში კი, ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია დაჯი ჯინჭარაძესთან , კარა მურადოვთან, მზია ჩალაბაშვილთან, მარეხი კარტოზიასთან, ნანა გუგავა, ია ფხოველიშვილთან, ელზა ფანცულაიასა და სხვა ჩემს ახლობლებთან ერთად – “გზა მომავლისკენ”…
მერე მიშა წავიდა ედუარდის წინააღმდეგ და იმ რეჟიმის წინააღმდეგ , რომელსაც მე ვებრძოდი….მერე გია არევაძემ
დამიძახა და ვანო მერაბიშვილმა მითხრა: ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით და მოდი გავერთიანდეთო, მალევე დაფუძნდა პარტია “ენმ”და საცხოვრებლის მიხედვით , ისნის რაიონულ ორგანიზაციაში დავიდე ბინა, ცოტა ხანში მიშამ ჩამაბარა თბილისის მასშტაბით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, მოგვიანებით კი 10- მდე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “პრეზიდენტად” ამირჩიეს , შემდეგ იყო საკრებულოს არჩევნები და შევედი საკრებულოში სოც. საკითხთა ექსპერტ კონსულტანტის სტატუსით , ნახევარი საკრებულოს შენობა იყო ჩამოშლილი და ერთ პატარა კაბინეტში 3-4 დეპუტატი იჯდა …. მე კი ფოიეში, პრემიერ ქურხულის კაბინეტის წინ მდებარე ორ დიდ სვეტს შორის სახელდახელოდ, ორ დღეში კაბინეტი შემიკრა მიშიკომ, წარწერაც დაამზადებინა და იქ “განმათავსა” მერე იყო ვარდების რევოლუცია და ერთ თვეში
საპენსიო ფონდის დირექტორობაც მანდო, მერე “გამიყვანა” პარლამენტში ისნის რაიონიდან, ამის შემდეგ კიდევ ბევრი რამ მანდო , მაგრამ ამაზე სხვა დროს დავწერ ან არასდროს
ამით, იცით რისი თქმა მინდა?
ზუსტად ვიცოდი და საჯაროდაც ამბობდა მიშა, რომ “ბუტკებს “აიღებდა , ელ. მაფიას დაასრულებდა , ნავთქურები აღარ იხრჩოლებდა , საიდანაც სოლიდური შემოსავალი მქონდა, მაგრამ მაინც მის გვერდით დავდექი, რადგან ყველაფერი გამაჩნდა სახელმწიფოს გარდა და ძალიან მინდოდა, ჩემს შვილებს სახელმწიფო ჰქონოდათ …
როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით , ჩემს ქმარს რასაკვირველია ნავთის “ბიზნესი” ჩაუვარდა, გაგიკვირდებათ და ჩემი “ბუტკები”-ის აღების “სპეცოპერაციაში” თავად მივიღე მონაწილეობა (რეჟიმის მსხვერპლი ვარ), როგორც სხვა ჯიხურების აღების “სპეცოპერაციებში”
მას შემდეგ არანაირი ბიზნესი არ გვქონია ოჯახს და ხელფასზე ვცხოვრობდით , გვქონდა კრედიტები, როგორც ყველას , ვიხდიდით კრედიტებს არცთუ ისე მაღალი სახელფასო შემოსავლებიდან , სანამ ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდანაც არ გამომაგდო საბოლოოდ (მოსვლისთანავე გამომაგდო მეც და ჩემი ქმარიც , ოღონდ ის სხვა სამსახურიდან , რადგან თანამშრომლობაზე უარი ვთქვით). დავრჩით ორი სტუდენტი შვილით სრულიად უსახსროდ, უსამსახუროდ, უპერსპექტივოდ და კრედიტების ამარა , დავრჩით იგივე სახლში, სადაც მიშამდე და მიშას დროს ვცხოვრობდით …
ბიძინას მოსვლადმე არცერთი თეთრი პრემია არ ამიღია და არავითარი სიკეთით არ მისარგებლია, გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა წუმპედან ამოათრია 9 წელმა და ტალახში, სახელმწიფო შემიქმნა
ჰოდა, ამ სიკეთის შესანარჩუნებლად/ თავიდან მოსაპოვებლად ვიბრძვი და სულ მარტოც რომ დავრჩე, ვიბრძოლებ ბოლომდე, რადგან ეს ყოფილა ჩემთვის მთავარი !
#თავისუფლებამიშას
#ბოლომდე
The post “ჩემი “ბუტკები”-ის აღების “სპეცოპერაციაში” თავად მივიღე მონაწილეობა” – მეგი გოცირიძე appeared first on .

იქამდე იყო ბრძოლა…ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილი , როცა თანატოლები თვალწინ ამიჩეხეს ღორებმა, სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სასტიკად მომწამლეს სისხლის მსმელებმა … !
მაშინ, როცა თბილისში ბნელი და უკუნი იდგა , ჩემი ქმარი ნავთისა და ბენზინის ე.წ. “ბიზნესში” იყო და საკამოდ სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებდა. გარდა იმისა, რომ ნავთქურაში ნავთი არ გამომლევია და სტამბულში ნაყიდი სამი ნავთქურა მედგა სახლში , ოთხი სხვადასხვა კაბელი მქონდა შემოყვანილი თავისი “რუბელნიკებით” , აგარაკიც მქონდა, “დვიჟოკიც” , საჭმელ-სასმელი თავზე საყრელი და უამრავ ადამიანს ვაპურებდით, აკუმულატორზე მიერთებული ტელევიზორიც, რომელსაც ეზოში ვდგამდი თუ 7 საათზე სერიალის დროს დენს არ ჩართავდნენ და მთელი უბანი იქ იკრიბებოდა…
). დავრჩით ორი სტუდენტი შვილით სრულიად უსახსროდ, უსამსახუროდ, უპერსპექტივოდ და კრედიტების ამარა , დავრჩით იგივე სახლში, სადაც მიშამდე და მიშას დროს ვცხოვრობდით …




