“ოდესმე ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე ყოფილხართ?” – რა ხდებოდა ელისაშვილის სასამართლო პროცესზე? — Cnoba

Alia სიახლე 18 Mar 2026, 12:08

ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი, პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესზე, წერს: ოდესმე ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე ყოფილხართ? ვიზუალურად როგორ წარმოგიდგენიათ? კი, მეც მასე – შეჯავშნილი მანქანები მაღალი სისწრაფით ჩერდებიან სასამართლოს შენობასთან, მუხრუჭების ღრჭიალი აყრუებს არემარეს. კბილებამდე შეიარაღებულ სპეცრაზმელებს ხელ-ფეხ შებორკილი ტერორისტი სირბილით შეჰყავთ დაცულ სივრცეში. უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული. სასამართლო დარბაზი სავსეა საიდუმლო სამსახურის აგენტებით, ყურებში მიკროფონებით, ქამარზე […] The post “ოდესმე ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე ყოფილხართ?” – რა ხდებოდა ელისაშვილის სასამართლო პროცესზე? appeared first on .

ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი, პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესზე, წერს:

ოდესმე ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე ყოფილხართ?
ვიზუალურად როგორ წარმოგიდგენიათ?
კი, მეც მასე – შეჯავშნილი მანქანები მაღალი სისწრაფით ჩერდებიან სასამართლოს შენობასთან, მუხრუჭების ღრჭიალი აყრუებს არემარეს. კბილებამდე შეიარაღებულ სპეცრაზმელებს ხელ-ფეხ შებორკილი ტერორისტი სირბილით შეჰყავთ დაცულ სივრცეში. უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული. სასამართლო დარბაზი სავსეა საიდუმლო სამსახურის აგენტებით, ყურებში მიკროფონებით, ქამარზე რაციებით, გაფაციცებით ათვალიერებენ დარბაზს, რათა ტერორისტის თანამზრახველებმა ბრალდებულის გატაცება არ სცადონ…
სწორედ ახლა ვზივარ ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე.
ჩემს პროცესზე ტერორიზმში ბრალდებული ორ პუტკუნა და სათვალიან ბადრაგს შემოჰყავს, იგი სიცილით ეგებება ახლობლებს. დარბაზში ბოლო სკამზე მჯდომი ერთადერთი მანდატური თვლემს. პროკურორი ქალი ტელეფონს სქროლავს. მოსამართლე სავარძელშია გადაწოლილი და ადვოკატს განურჩეველი სახით უსმენს.
ტერორიზმში ბრალდებული აშკარად უპირატეს მდგომარეობაშია – ის და მისი 20-მდე მხარდმაჭერი თუ მოისურვებს წესით იოლად უნდა გაუმკლავდეს ორ პუტკუნა, საყვარელსახიან ბადრაგს და ერთ მთვლემარე მანდატურს, რომელიც დროდადრო ტოვებს კიდეც დარბაზს. ამის შემდეგ პროკურორი და მოსამართლე აბსოლუტურად დაუცველნი რჩებიან.
ამის მერე მოკლე დერეფანია გასასვლელამდე – კაი გამოცდილი ტერორისტისთვის ბულკი საქმეა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის წინასწარ პატიმრობას, ვინაიდან მუხლი ასეთია, საშიში.
ნეტავ რაზე მიუთითებს ასეთი დამოკიდებულება?

The post “ოდესმე ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე ყოფილხართ?” – რა ხდებოდა ელისაშვილის სასამართლო პროცესზე? appeared first on .


რელევანტური