“ჩემი ძვირფასი ძმა და თანამსახური”– რუსეთის პატრიარქის სამძიმრის წერილი — Cnoba

Alia სიახლე 18 Mar 2026, 10:40

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობა „მთელი ეპოქა“ იყო საქართველოს ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ცხოვრებაში. კირილეს არც ამჯერად მოუხსენიებია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სრული ტიტულით. წ;ლების მანძილზე, ის მას ასე მიმართავდა “მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს”. ილია მეორის […] The post “ჩემი ძვირფასი ძმა და თანამსახური”– რუსეთის პატრიარქის სამძიმრის წერილი appeared first on .

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობა „მთელი ეპოქა“ იყო საქართველოს ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ცხოვრებაში.

კირილეს არც ამჯერად მოუხსენიებია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სრული ტიტულით. წ;ლების მანძილზე, ის მას ასე მიმართავდა “მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს”.

ილია მეორის სრული ტიტული კი ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ იმ მძიმე დანაკლისის გამო, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს დას – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას უბოძა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილმოწყობაზე დაუღალავ ზრუნვას მიუძღვნა.
უწმინდესისა და უნეტარესი ილიას თითქმის ორმოცდაათწლიანი პატრიარქობა მთელი ეპოქა გახდა საქართველოს ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში.
თავისი მოშურნეობითი მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, განსვენებულმა მოიპოვა გამორჩეული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ წრეებშიც ერთმორწმუნე საქართველოში. უამრავი ბავშვის ნათლიამ, მან ნამდვილი სულიერი მამის ადგილი დაიკავა კეთილმსახური ქართველი ერისათვის, რომელიც ხედავდა, რომ მასში იყო „ღვთის სიბრძნე“ (3 მეფ. 3:28).
განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქი მხარს უჭერდა ტრადიციულ კეთილ ურთიერთობებს ჩვენს ეკლესიასთან. მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მიღებული განათლების შემდეგ, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სიყვარულს ღირსი სერგეისადმი და მისი სავანისადმი; აუცილებლად მიიჩნევდა ამა სოფლის სტიქიონთაგან ჩვენი ხალხების ქრისტესმიერი სულიერი ერთობის დაცვას.
რუსეთის ეკლესიის საზღვრებში არაერთი ვიზიტისას, იგი მუდამ ხვდებოდა ყველაზე გულთბილ დამოკიდებულებასა და პატივისცემას მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მორწმუნეების მხრიდან.
მართლმადიდებელ წინამძღოლთა შორის ასაკით უხუცესს, თავისი ბრძნული სიტყვით, მდიდარი გამოცდილებით, ღრმა ეკლესიურობითა და მაღალი ავტორიტეტით, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა წმინდა ღვთის ეკლესიათა მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
გვწამს, რომ მისი სულიერი ანდერძი დარჩება საიმედო ორიენტირად ჩვენს საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში, რაც დაგვეხმარება ყველას, „შევინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფეს. 4:3).
პირადად ჩვენ ძალიან კეთილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობა გვაკავშირებდა, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეცვალა მოსაზრებები და ობიექტური შეფასება მიგვეცა საბჭოთა კავშირში მაშინდელი საეკლესიო-სახელმწიფოებრივი ურთიერთობებისთვის.
ამ ნდობამ ძალიან დაგვაახლოვა და დაგვეხმარა ერთობლივ მუშაობაში, რათა შეგვემსუბუქებინა უღმერთო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ტვირთი და უკეთესობისკენ შეგვეცვალა მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობა ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში. უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც არის „აღდგომა და სიცოცხლე“ (ინ. 11:25), განუსვენოს თავისი ერთგული მსახურის სულს ზეციურ სავანეში, „სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა ღაღადება, არამედ სიცოცხლე იგი დაუსრულებელი.“
საუკუნო და ლოცვითი ხსოვნა ახლადშესვენებულ უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას. ღრმა სამძიმრით და ქრისტესმიერი სიყვარულით,
კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“ – ნათქვამია წერილში.

The post “ჩემი ძვირფასი ძმა და თანამსახური”– რუსეთის პატრიარქის სამძიმრის წერილი appeared first on .


რელევანტური