საქართველოში EU-ის წარმომადგენლობა – მისი უწმინდესობა, ილია II მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა — Cnoba

Knews სიახლე 18 Mar 2026, 06:39

knews.ge საქართველოში EU-ის წარმომადგენლობა – მისი უწმინდესობა, ილია II მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის The post საქართველოში EU-ის წარმომადგენლობა – მისი უწმინდესობა, ილია II მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა appeared first on knews.ge.

knews.ge
საქართველოში EU-ის წარმომადგენლობა – მისი უწმინდესობა, ილია II მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა”,
– წერია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

“გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში. გავიგე, რომ ის კარგად იცნობდა გერმანიას. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ”,- წერს ფიშერი.

The post საქართველოში EU-ის წარმომადგენლობა – მისი უწმინდესობა, ილია II მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა appeared first on knews.ge.


რელევანტური