პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება – როგორ ირჩევენ პატრიარქს? — Cnoba

Alia სიახლე 18 Mar 2026, 06:15

პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება. 🔴 როგორ ირჩევენ პატრიარქს? 🔻საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებულია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა გახსნას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს. 🔻თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს ან ანდერძში არ არის მოხსენებული მოსაყდრის ვინაობა, ეკლესიის მართვა […] The post პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება – როგორ ირჩევენ პატრიარქს? appeared first on .

პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება.

🔴 როგორ ირჩევენ პატრიარქს?

🔻საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებულია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა გახსნას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს.

🔻თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს ან ანდერძში არ არის მოხსენებული მოსაყდრის ვინაობა, ეკლესიის მართვა პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის.

🔻რადგან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაადგინა მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისთანავე მისი მოსაყდრეობა შედის ძალაში (თუ ანდერძი საპირისპიროს არ ამბობს და თუ მღვდელმთავრები კანონიკურ პრეტენზიას არ აყენებენ).

🔻საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

🔻გარდაცვალების შემდეგ მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს სინოდი პატრიარქობის იმ სამი კანდიდატის გამოსარჩევად, რომელიც უნდა წარედგინოს გაფართოებულ კრებას. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – თავისი თავიც. სინოდში ახლა 39 წევრია

🔻სამი კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, წარედგინება გაფართოებულ კრებას. გაფართოებული კრება მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს შემდეგ ვადებში: საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

🔻გაფართოებული კრება შედგება სინოდის ყველა წევრისგან, ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირისგან. თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატისგან. ასევე აუცილებელია, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან კრებას ესწრებოდეს 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან.

🔻გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ, მაგრამ არჩევნებში ხმის უფლებით მონაწილეობს მხოლოდ მღვდელმთავარი.

🔻ანუ, ამომრჩეველი კვლავ 39 კაცია. შესაბამისად, პატრიარქი მხოლოდ მღვდელმთავრების რჩეულია.

🔻 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ხმოსნების არსებული რაოდენობით პატრიარქად ასარჩევად კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა დააგროვოს.

🔻 თუ წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან ვერცერთი მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა პირველ კენჭისყრაში მიიღო.

🔻 შესაბამისად, წინ ორი კრებაა: წმიდა სინოდი, სადაც სამ კანდიდატს ირჩევენ და გაფართოებული კრება, სადაც ამ სამი კანდიდატიდან პატრიარქს აირჩევენ.

🔴 ვინ შეიძლება გახდეს კათოლიკოს პატრიარქი?

▪ ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,

▪ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,

▪ უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,

▪ ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,

▪ უნდა იყოს ბერი

გაფართოებული კრებაის ჩატარება და პატრიარქის ინტრონიზაცია ხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

The post პატრიარქის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება – როგორ ირჩევენ პატრიარქს? appeared first on .


რელევანტური