knews.ge
პარლამენტმა პირველი მოსმენით “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განახორციელა. აღნიშნული პროექტით პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს.
უქმდება კანონის ყველა ის ჩანაწერი, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის და ასევე საბჭოს წევრების თანამდებობაზე დასანიშნად პარლამენტისგან თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
ამასთან, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის და მთავრობის წინაშე და არაუგვიანეს ყოველი წლის 1-ელი მაისისა პარლამენტსა და მთავრობას საქსტატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
The post პარლამენტმა პირველი მოსმენით “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მიიღო appeared first on knews.ge.