ოჯახი ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – როგორც დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძამ, “პირველებს” უთხრა, შემთხვევა სეკაკში, გუშინ მოხდა.
კაცი ამტკიცებს, რომ მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით მიიყვანა და სექსუალურად შეავიწროვა.
მოზარდის ოჯახის წევრი ამბობს, რომ როგორც გაარკვია, 50 წლამდე კაცს ანალოგიურ დანაშაულში სხვა მოზარდებიც ამხელენ.
სკოლის მოსწავლის ახლობლების თქმით, პედაგოგის წინააღ,დეგ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს და შეუჩერდეს პედაგოგიური საქმიანობა.
“პირველების” რესპოდენტი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს და ელოდებიან გეკა გელაძის უწყების რეაგირებას.
tvpirveli.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა – ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
“პირველები” ბრალდებების ადრესატთან დაკავშირებასაც ცდილობს.