ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 16 Mar 2026, 11:01

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. მინისტრის თქით, საუბარი უკვე არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის აუცილებლობაზეც მიმდინარეობს. ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ყველა დონეზე მხარს ვუჭერდით რომ ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს – ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე აღარც კი […] The post ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე appeared first on ODISHINEWS.

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. მინისტრის თქით, საუბარი უკვე არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის აუცილებლობაზეც მიმდინარეობს.

ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ყველა დონეზე მხარს ვუჭერდით რომ ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს – ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე აღარც კი ვლაპარაკობთ. ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, იმაზე როგორ გადავარჩინოთ. ასე რომ, ძალიან შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება, – განაცხადა ცაჰკნამ.

ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც მოხვდა.

ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ მოხსენება საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.

ევროკავშირის პირველი დიპლომატების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ეუთოს სპეციალურმა მომხსენებელმა მძიმე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქართველი მოქალაქეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

ანგარიშში ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ აღნიშნული საქმეების გამოსაძიებლად მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს.

The post ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური