ყაზბეგში ზვავი ჩამოწვა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 16 Mar 2026, 10:45

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება. „ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post ყაზბეგში ზვავი ჩამოწვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური