გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი — Cnoba

MegaTV სიახლე 16 Mar 2026, 08:32

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი – ინფორმაციას კლინიკა ლჯ ავრცელებს. “კლინიკა-ლჯ”-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საუკეთესო თანამშრომლის და უახლოესი მეგობრის,ექიმი-ნეიროქირურგის, დავით ჩიქოვანის გარდაცვალების გამო!მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი, ჩვენს კლინიკაში ათ წელზე მეტია წარმატებით საქმიანობდა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ადამიანური ურთიერთოებებით, კოლეგიალობით.ასევე პაციენტებზე ზრუნვითა და ზუსტი დიაგნოზით.არაერთი ურთულესი ოპერაციის გამარჯვებით დასრულება, მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და […]

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი – ინფორმაციას კლინიკა ლჯ ავრცელებს. 

“კლინიკა-ლჯ”-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საუკეთესო თანამშრომლის და უახლოესი მეგობრის,
ექიმი-ნეიროქირურგის, დავით ჩიქოვანის გარდაცვალების გამო!
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი, ჩვენს კლინიკაში ათ წელზე მეტია წარმატებით საქმიანობდა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ადამიანური ურთიერთოებებით, კოლეგიალობით.
ასევე პაციენტებზე ზრუნვითა და ზუსტი დიაგნოზით.
არაერთი ურთულესი ოპერაციის გამარჯვებით დასრულება, მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი უკავშირდება ნეიროქირურგის სახელს.
თანავუგრძნობთ ქალაქს, მის ოჯახს და ახლობლებს.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი! – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


რელევანტური