ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია გარდაიცვალა
92 წლის ასაკში ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო. ვახტანგ დავითაია, არაერთი სკულპტურული კომპოზიციის პროექტის ავტორი, გამოირჩეოდა საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით. წლების განმავლობაში იყო „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განმხილველი საექსპერტო საბჭოს“ წევრი. სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში. ვახტანგ დავითაია იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია. დავითაია არის 250-მდე… The post ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →