სააგენტო "პარალელი"
“თეირანში ფაქტიურად ბომბების ქვეშ ჩატოვეს ქართველი დიპლომატები” – ზურაბ ბატიაშვილი
აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით:
“აგერ უკვე 2 კვირაა შეუჩერებლად იბომბება ირანის დედაქალაქი თეირანი, სადაც არის დიდი ნგრევა და ბუნებრივია, არის მსხვერპლიც.
ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ წინასწარ გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები დაეტოვებინათ ირანი და ასევე გაიყვანეს საკუთარი დიპლომატები.
რა ხდება საქართველოს შემთხვევაში? არც მოქალაქეები გააფრთხილეს და პლიუს ამას, თეირანში ფაქტიურად ბომბების ქვეშ ჩატოვეს ქართველი დიპლომატები.
განა რა გაცხოველებული ორმხრივი ურთიერთობებია საქართველოსა და ირანს შორის ამ გაგანია ომში, რისთვისაც ღირს საელჩოს თანამშრომლების ბომბებისა და რაკეტების ქვეშ დაყენება?” – წერს ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.
“თეირანში ფაქტიურად ბომბების ქვეშ ჩატოვეს ქართველი დიპლომატები” – ზურაბ ბატიაშვილი
პარალელი