საფრანგეთი მზადაა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„ისრაელმა ფართომასშტაბიან შეტევაზე უარი უნდა თქვას და ფართომასშტაბიანი დარტყმები შეწყვიტოს. „ჰეზბოლამ“ ვითარების სახიფათო ესკალაცია უნდა შეწყვიტოს“, – აცხადებს მარკონი.
ცნობისთვის, ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 770-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
The post მაკრონი: საფრანგეთი მზადაა ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს appeared first on გურია ნიუსი.