WADA: საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა — Cnoba

GuriaNews სიახლე 14 Mar 2026, 06:46

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) ერთობლივი გამოძიების შედეგად, ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის 1 წევრს. „ოპერაცია ობსიდიანი“, რომელიც 2023 წელს დაიწყო, იძიებდა ბრალდებებს, რომ მოთამაშეები ახდენდნენ დოპინგ-სინჯების ჩანაცვლებას, რაც წესების უხეში დარღვევაა. გამოქვეყნებული ანგარიშით გამოვლინდა: სინჯის ჩანაცვლების 5 შემთხვევა. დადგინდა, რომ GADA-ს თანამშრომლები საქართველოს […] The post WADA: საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა appeared first on გურია ნიუსი.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) ერთობლივი გამოძიების შედეგად, ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის 1 წევრს. 

„ოპერაცია ობსიდიანი“, რომელიც 2023 წელს დაიწყო, იძიებდა ბრალდებებს, რომ მოთამაშეები ახდენდნენ დოპინგ-სინჯების ჩანაცვლებას, რაც წესების უხეში დარღვევაა. 

გამოქვეყნებული ანგარიშით გამოვლინდა:

სინჯის ჩანაცვლების 5 შემთხვევა.

დადგინდა, რომ GADA-ს თანამშრომლები საქართველოს რაგბის ნაკრების წევრებს წინასწარ ატყობინებდნენ ტესტირების შესახებ.

დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ სპორტსმენებს პროცედურის დროს, რაც წესების პირდაპირი დარღვევაა.

WADA-ს პრეზიდენტი, ვიტოლდ ბანკა: „ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია. ეს იქნება ძლიერი დარტყმა ქართული სპორტისთვის, მთავრობისთვის და მსოფლიო რაგბისთვის. ამით ისტორია არ მთავრდება — გამოძიება ქართულ სპორტში უფრო ღრმად გრძელდება. WADA-მ ნდობა დაკარგა GADA-ს მიმართ და ხელისუფლებამ რადიკალური ცვლილებები უნდა გაატაროს.

WADA-მ უკვე ამოიღო სხვადასხვა სპორტის სახეობის ქართველი სპორტსმენების სინჯები მათი ბიოლოგიური პასპორტების გადასამოწმებლად. თუ სხვა სინჯებიც საეჭვოდ მიიჩნევა, მათზეც დაიწყება დნმ-ის ანალიზი და შედარება.

The post WADA: საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების 6 მოთამაშეს და პერსონალის წევრს ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური