
გასტროენტეროლოგი – ჯაბა ზარქუა:
შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია: შაქარზე, მარტივ ნახშირწყლებზე, იაფფასიან სწრაფი კვების პროდუქციაზე და სხვა პროცესირებულ საკვებზე მეტია მოთხოვნა იქ, სადაც სოციალური სიდუხჭირეა.
პარლამენტში მიმდინარე კლოუნადას ცხადია არანაირი კავშირი არ აქვს ამ სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრასთან 
და კი, პოლიტიკურიც ამიტომ ვარ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს განსაზღვრავს პოლიტიკა. შეუძლებელია პაციენტებს იღებდე, მათ პრობლემებს ხედავდე, იმასაც ხედავდე რა გიშლის მუშაობაში ხელს და თუ სინდისი გაქვს მაინც შტერივით იმეორებდე ექიმი ვარ, აბა პოლიტიკასთან მე რა მესაქმებაო. მაგეთ ხალხს ექიმობა კი არა “ზეპურ დედათა და მამათა” წრეში გათქვეფა უნდა მაქსიმუმ.